პოეზია · ლირიკა
საკართანო
ვალერიან საღლიანს
ამ ლექსს მოკითხვის ბარათიც ეთქმის,ჩემო მახვშო და ამინდმისანოდა სანამ დალი გათვალავს ბეთქილს...უნდა ერთი დღით ამოვისვანო.
უნდა ვიმუჯრო* შხელდა-შხარა დაშევუყვე ბექნუს ბილიკს - ძარღვივით;ვეფხს ავატყავო მოყმის ბალადა -კარზე დაგისვა ცანას ძაღლივით!
ნაძვებიც ცისკენ წავლენ წვერებით,იქ ეგულებათ ჩემებრ - საშველი;"უშბის სარკეზე" წავეწერები --ბარში წაშლილი - შურის საშლელით.
*საკართანო - ბოლო სადღეგრძელო, კარებთან წარმოთქმული (ხევს.)