პოეზია · ლირიკა
საბაქართული
შვილიშვილს _ საბა გახარიასეს სიტყვა გულში აყვავდა, ვით გულისაბას ყვავილი,მერმე ხელებში აბალღდა _ გულითვე ამოყვანილი.ამირანისძედ ვიოცე, როს ჩავამთვარდი თვალებში,ავდექ და, დედიშობილა, გავფუთნე ცის ფართალებში.ირმის რძე ჩამოვუწველე, არც ხოხბის დამიკლია დაჯავრისქვაც გავაკბეჩიე, როგორც კი დაკბილიანდა!ღვთისმშობელს მოვანათლიე _ მცხეთას ნადუღი მირონით,ფასკუნჯის ფრთებით ვუჭალე ლაჟვარდთა სანაპირონი;უსუპის წარბი ვუმშვილდე, ვამშიე ფარ-ხმლის ხმარება,დევს რომ უმხარა, გენახათ, იახსრის ახარხარება!..რთველი ვართველე, რა რთველი _ ხართვალა, მტევნებგიდელა,ტანთ თუთარჩელა ვარჩიე, ღამე გავხადე _ დინდგელა;სამეფო კვართი ვუკვართე, კვერთხიც ვუკურთხე, ისეთი...მთლა შიშით გადაბაბანდა უკურთხი სამიზგითეთი!გულს გავეწონე: _ ეგების, ვადა იწითნოს _ ვადამდე!..ორბის ფრთით შემოვუთარგე _ ნიკოფსით დარუბანდამდე...`დედაენიდან” ამოვსხი ანბანსისხამა იები,ხან სული მიუნიავა, ხან _ წამწამ-ფარფალიები.`სიტყვის კონაც” რომ გავშალე... ნეტაი, თავად გეხილათ,ვით ალაღდა და აბაღდა _ მაღლარ სიტყვათა ხეხილად!ფარშევანგის ფრთა მოვართვი, ვით ვაკადრებდი ბატისას,მაფშალიამაც ურშვინა, ჭირიმე იმ ნისკარტისა.გულის გრაალით დავლოცე: _ მტერიმც გეხილოს ძლეული,ღვთისენად ამოგემხილოს ის ფარულზოსიმეული!..აწ მართლა უნდა იმეფოს _ ვეფხისტყავშემოკვართულმა,დედოფალსიტყვა მოჰგვარეთ, რომ ძეც შვას საბაქართულმა!