↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რეკვიემი

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5215 ნახვა

—
დღეს როიალი გარდაიცვალა...სული ამოშრათ შეშლილ კლავიშებსდა პიკის ქალი, თვალცრემლიანი,უპანაშვიდოდ აფენს აფიშებს.
ჩატუშულია დემარში ტაშის,ვით ტრავიატა კონცერტი მარტის...და ცრემლით აცრილ მცივანა ქარშისიცხიან ნოტებს ფანტავს მოცარტი.
სვავის ფრთასავით სავსავებს ფარდა,ოტელო ღამეს დაისი უმძიმს...და ტრაურიან თეატრის კართან"მთვარის სონატა" ჰკიდია ყუნწით.
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი