↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიტები

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2882 ნახვა

—
ზამთარი სუნთქავს თოვლით და თოშით,უფერული და შორიდან მკრთალი,ჩანან სახლები, ჩაფლული თოვლში,ზედ მიბჯენილი ჩიტების კვალით.
ბუხრები კვამლის ბილიკებს ჭრიან,გალიბრულ ცაში მიბობღავს სითბო,ყური მიუგდო ფრინველთა ჭრიაქს,მოუსვენრობის შეგრძნება ითხოვს.
ცაში შეყინულ ვედრების ტოტებს,აწყდება ჩიტი, ვით ქარი ანძას...ო, მუდამ მოსდევს ზამთრის ამ მოტივს,მოსალოდნელი ხიფათის განცდა.
აღარ აცლიან ამოთქმას სულის...ცაში როდემდე ეკიდონ ფრთებით!განა უბრალო თავნება სურვილს,მფრთხალი ჩიტები ჩამოჰყავს ქვევით.
თავის თავში რომ მალავენ შიმშილს,გაფრთხილებულნი ათასგვარ ჭორითდა მუდამ მანძილს იცავენ შიშითსიმშვიდესა და სიფრთხილეს შორის.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი