↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლუკას რუკა

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3264 ნახვა

—
მოუტანა მამამ ლუკასსაქართველოს დიდი რუკა.
უთხრა: რამდენიმე ფერით
აქ ხატია ყველაფერი.
დაიხსომებ, იოლია, –
თეთრად – კავკასიონია,
ლურჯი ფერით – შავი ზღვა და
ტბები, წყლები დაიხატა,
მწვანედ არის დაბლობები,
ყავისფერად – დიდი მთები,
ეს წრეები, ეს ლაქები –
სოფლები და ქალაქები.
გადასწია თავი უკან
და უცქერის რუკას ლუკა.
თვალი კარგად გააყოლა,
მერე მკლავი დაატოლა,
გააკეთა ბოლოს დასკვნა:
– არ მჯეროდა, მაგრამ, რა ვქნა,მართალია, აბა რაა –საქართველო პატარაა!
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი