პოეზია · ლირიკა
მზესუმზირა
ტყეში ყვავის ბახალამმზესუმზირა დახალა.
ბნელ სოროში თხუნელაგააბრუა სურნელმა.
– მეც კი ვაკნაწუნებო,განა დავიწუნებო!
მერე ჩხიკვი მოფრინდაცარიელი თოფრითა.
– კარგი სუნი მეცაო,ჩამიყარე მეცაო!
მელიამ თქვა, ვიყნოსო,არვინ გამაბრიყვოსო.
სურნელია რისაო?აჰ! მზესუმზირისაო!
გავიარო, ეგებამეც რაიმე მერგება!..
ბახალამ თქვა: – რა გიყოთ,რაც მაქვს, ყველას გაგიყოფთ.
ოცდაოთხი მარცვალი –სულ ეს არის, რაც არის!..
როგორ გაყო, რა მოხდა,ნუღარ დამღლით კითხვებით...თითოს შეხვდა რამდენი,თქვენ თვითონვე მიხვდებით!