პოეზია · ლირიკა
ხიდი
ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის,ხიდი ხიდია, ბოლოს და ბოლოსყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლო.თუ ფეხი შედგი _ გადი ბოლომდე,თუ გიყვარს, უნდა ეყმო ბოლომდე,და თუ გძულს, უნდა გძულდეს ბოლომდე,ჭეშმარიტება იწამე ერთი:შუა ხიდზე დგომა ღალატია _კაცის ან ღმერთის!