↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე გამშვიდებდი

საღლიანი ერეკლე

2013-05-121 წთ საკითხავი1042 ნახვა

—
მე გამშვიდებდი, შენს ტკივილებზე ვღელავდი,ჩემს ტკივილებზე სიტყვაც არ მითქვამს დღემდის,დღეს ცის თაღიდან ღრუბელი ქარვა ფერადიწვიმის წვეთებად ეცემა ბებერ ხერთვისს.მე გამშვიდებდი, შორს დარჩა ჩვენი ჰერეთი,დღეს გულს იმედი, მხოლოდ იმედი მსჭვალავს,ისევ ჩამიდგა სხეულში დევის ძალადა დღეს საკუთარ თავსაც ადვილად ვერევი.დღეს ჩემს ძარღვებში ხმიანობს სისხლი წარმართთა,სიმღერა მინდა ლექსად ამოვთქვა ამ დილას,ღიმილი შემრჩა, ღიმილი ვერვინ წამართვა,ღიმილი იქცა ჩემი ცხოვრების ნაწილად.გავცხადდე თუნდაც ნიავად, ბინდბუნდს ვკვალავდე,თავად ვიგნებდე მთათა ეხებში გზა-კვალს,თუმც დავმარცხდები, ჰო, დავმარცხდებიმრავალჯერ,მაგრამ მუხლებზე დაცემულს ვერა მნახავთ,დღეს ცის თაღიდან ღრუბელი _ ქარვა ფერადიწვიმის წვეთებად ეცემა ბებერ ხერთვისს,მე გამშვიდებდი, შენს ტკივილებზე ვღელავდი,ჩემს ტკივილებზე სიტყვაც არ მითქვამს დღემდის.
საღლიანი ერეკლე

საღლიანი ერეკლე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი