პოეზია · ლირიკა
წარწერა კონსტანტინე გამსახურდიას წიგნზე"მთვარის მოტაცება"
ცა იძვრის, ვოი, ლამარია,ვერ ვპოვე სიმშვიდე სად არის.ტალღები შავი სამარეა,მთვარე კი _ ჩამქრალი ღადარი.დასრულდა ლაღობა, იდილია,წარსულის დღეები თან დამდევს,ცხოვრება ენგურთან ჭიდილია,ო, ღმერთო, სადამდე? სადამდე?სხეული სულში იმზირება,სხეული მუხთალი რამ არის,ტალღები _ შავი სამარეა,მთვარე კი _ ჩამქრალი ღადარი.