↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გამოტყვრება ბნელით ლანდით"

საღლიანი ერეკლე

2001-08-121 წთ საკითხავი1042 ნახვა

—
გამოტყვრება ბნელით ლანდი, ლანდი _ ძველი დროიდან.დაიღვარა დარდზე დარდი და წარსულის ჩეროდან,შვიდი ღამის დანატანჯი, შვიდი სული მღეროდა.გახსოვს? როგორ კანკალებდა ეკლესიის კანკელი,როცა გზნებით მაწვალებდი, როცა გზნებით დამჭერი.გახსოვს? როგორ აშუქებდნენ ბნელში ჩვენი თვალები,გახსოვს? როგორც აშუღები, ღამეს ვტეხდით წვალებით.მიუფანტავთ დილის გზებზე ქარებს მრეში რტოებიდა მარმარის ნამტვრევებზე დარდებს ვემარტოებით.დაიღვარა დარდზე დარდი და ჩრდილებიც ქრებიან,გამომტყვრალი გრძელი ლანდი ურცხვად მოგვჩერებია.დაიღვარა დარდზე დარდი და წარსულის ჩეროდან,შვიდი ღამის დანატანჯი, შვიდი სული მღეროდა.
საღლიანი ერეკლე

საღლიანი ერეკლე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი