↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "არმური და წვიმის თქეში"

საღლიანი ერეკლე

2001-08-121 წთ საკითხავი1067 ნახვა

—
არმური და წვიმის თქეში,უკვე ვეღარ თვალე,როგორც სევდა სიჩუმეშიახამხამებ თვალებს.საკუთარ თავს გარე უვლი,აწურვილი მხრებით,შენს სუნთქვაში დალეული,ქვავდები და ქრები.ნათლის დედის ნათელ ღიმილს,ელოდები ციდან,ხეს ჭრიან და აღარ ღვივის,ნაფოტებად ცვივა.შენ რას მამცნობ? ჩემო ერთო,კვლავ რწმენას თუ მმატებპირველ თოვლზე უფრო თეთრო,ცრემლზე უფრო მჩატევ.მამცნე დაღმა ვით დავეშვი,სახეს ვით ვჭვრეტ მღიმარს,მამცნე სულო შენს თვალებში,ბინდი როგორ მტკივა.მამცნე, დადნი სანთელივით,გაქრეს ქრობის შიში,შენ ხომ ქარით გათელილი _ბალახიდან იშვი.შენ ხომ ადრე შექმნილ ხატებს,ჩემში უხმოდ რგავდი,დღეს შენს ფიქრში დაფარფატებს,უჩვეულო დარდი.დღეს კვლავ გიმძიმს, მაინც მღერიესეც შენი გარჯა,დათმე სიტყვა, დათმე ფერი,დუმილიღა დაგრჩა.არმური და წვიმის თქეში,უკვე ვეღარ თვალე,როგორც სევდა სიჩუმეშიახამხამებ თვალებს.
საღლიანი ერეკლე

საღლიანი ერეკლე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი