↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აი, საღამო კვამლებით ჭრელი

ხალვაში ფრიდონ

2015-05-121 წთ საკითხავი52789 ნახვა

—
აი, საღამო კვამლებით ჭრელი,
სარზე ქანაობს სველი თავშალი,
დაურეცხავი ყრია ჭურჭელი,
ბილიკებს ლეკავს ფოთლების შვავი.
დაღონებული სხედან ჩიტები
და ქარი უხმოდ ძვრება ტოტებში,
მამლები, გუშინ მოსისხლე მტრები,
ერთად გასულან და ჩხრეკენ ნეშოს.
1965
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი