↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იზნიქის ტბა

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52771 ნახვა

—

ამ ტბასთან, პატარა ქალაქ იზნიქში, ცხოვრობდა და იქვე განისვენებს მამიდაჩემი, 28 წლის წინათ პირველად რომ შევხვდი და ლექსი "მემლექეთი" დავწერე.

მშვენიერ გზაზე, მშვენიერ ტბასთან,მშვენიერ ივლისს დღე დაუღამდა,მოგონებები მდევს დასტა-დასტა,ფიქრს კი მრავალი ნაღველი ღადრავს.ცას მინარეთის ლამბავდა მღერა,თანდათან სივრცეს გვართმევდა ბინდიდა მახსენებდა ტბის ჩუმი ღელვამამიდაჩემის მაშინდელ ქვითინს.
ჩვენ მივდიოდით და რაც გულს სურდა,გვტკიოდა ჩვენივ თქმულით მეტადრე,გზა ილეოდა, ჩვენ ჩვენებურთაგზა-ხსნას ვეძებდით და ვერ ვხედავდით.ცრემლს გვიხოცავდა სიო მთა-ბარის,ტბა ბინდბუნდებში თვლემდა დაღლილი,მთვარე კი, მთვარე სისხლში ნაბანი,ცაზე ეკიდა სულთნის ხმალივით.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი