↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ხშირად ვოცნებობ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95295 ნახვა

—
ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას.
მე ვმღერი მაშინ და მთრთოლვარე ხმასსევდით ვუერთებ ჩამქრალ გულისთქმას!
ჩემს გულში ვეძებ ვარსკვლავებს, მთვარეს,მეგობრებს, სატრფოს ეშხით მღელვარეს;
არ ანათებენ ისინი ჩემს გულს,არღა მომფენენ შვებას, სიხარულს.
ბნელდება მთვარე, თრთის ვარსკვლავი ცისდა ძირს ეშვება ოცნება სივრცის...
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი