პოეზია · ლირიკა
სხვა გაზაფხული
მიწიდან ისევ ამოდის ია,ტყე აუვსიათ სიმღერით ჩიტებს,შეყვარებულის გულივით ღიაზეცა ნაზამთრალ ქედებს ამშვიდებს.
და მიხარია, რომ თეთრ ყვავილშიტყემლის კაკალი მწვანედ მაგრდება,თან გული მწყდება: ფერი გაივლის, _ეს გაზაფხული მე დამაკლდება.
1964