↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტაო

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52780 ნახვა

—

ჯანსუღ ღვინჯილიას

ტკივილით ვტირი ბოლო კურცხლამდე,ავსულს კი, რაგინდ მკლას და მედავოს,არ ვარ მხედარი, მაგრამ ვუცხადებ _ვერ მივატოვებ მაინც მე ტაოს.ვინ თქვა _ იწყება იქ დასასრული, _ვუვლი სიყვარულს შეუდარებელს,ზღუდე-შრეებით შუბლდაშაშრულიმიწა შვილს შველას მემუდარება.
რა ვქნა, ხანდახან მაინც დავენდეჩემი ნატყვიარ სიტყვის მკეტავებს,მაგრამ ნუ სჯერათ, ბოლოს არ ვეტყვი,ვერ დავივიწყებ მაინც მე ტაოს.
შენ კი, მოდარდევ, თანამოკალმევ,თუმც ვერ ვადარებთ დღეის ტაროსებს,სანამ დარდები მთლად არ მომკლავენ,მითხარი მაინც რამე ტაოზე.
1999
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი