პოეზია · ლირიკა
ქართული ანბანი
ამბობს მეფე ფარნავაზი, _წიგნსო ქართულს, ვეფეროთ,აწ და მარად ეს ლამაზიანბანია მეფეო.
მტერმა მოსრა სრა-ტაძარნი,ერთს კი ვეღარ შებედა, _იქ ანბანი ნახანძრალიქართველს ესვა მეფედა.
ავდგებოდით, ვიომებდითდა შევძლებდით შეუძლებს,და ანბანი ჭრილობებადგვაჩნდებოდა სხეულზე.
ხან დაშლილა საქართველო _კახურ-სამცხურ-მეგრულად...მაგრამ ისევ საქართველოქართულ ენით შეკრულა.
დედა წიგნს ვერ ეზიარა, _ჭირდა ჭირი დროისა,მაგრამ წიგნი კერიასთანმან შვილივით მოისვა.წაღმა-უკუ ისტორიასვერვინ გასწი-გამოსწევს,ბევრი განძი მიჰყოლიასაუკუნეთ ქაოსებს.
ეს კი _ აზრი და სიმწიფე,ჩვენი სისხლით დამბალი,იყო ჩვენი სახელმწიფო,ეს _ ქართული ანბანი.
1978