პოეზია · ლირიკა
ქართული ლექსის საღამო სტამბოლში
ტკბილად მომღიმარი მასპინძელი,კართან მხარგაშლილი მოგვეგება:_ მოდით, საქართველო მომაფრქვიეთლექსად საქართველოს პოეტებმა.
აჰა, ისე გავხდი შუახნისა,ლექსი მშობლიურად არ მსმენია,დიდი წყურვილი მკლავს, თქვენი სიტყვაჩემთვის უტკბილესი სასმელია.
ასი შინაური მოგვეხვია,ასიც ნათესავი მოგვემატა,ცრემლი ვეღარავინ შეიკავა, _თურმე ერთმანეთი მოგვენატრა.
ისე ავაჟღერეთ სტრიქონები,გათბნენ იქაური დარბაზებიც,თურმე სტამბოლშიაც არის სახლი,სადაც ქართულ ლექსით დაფასდები.
უფრო დავიჯერე პოეზია,მისი უმართლესი ამოცანადა შინ წამოვიღე სტამბოლიდანსიტყვა საქართველოს სალოცავად.
1971