↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წავიდა, უცებ დასცხათ იელებს

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52771 ნახვა

—
წავიდა, უცებ დასცხათ იელებსდა მოიწყინეს გზასთან იფნებმა."იქნება, ბევრი რამე იქნება",მეჩურჩულება სიცარიელე.
ბოლო დღესავით ეზო მყუდროა,ტყეს კი ფოთლებზე ვატყობ _ ქარია.მესმის არიან, სხვებიც არიან,რად მოიწყინე ასე უდროოდ?
გავედი, შევხვდი დღეს უთენია,ფანჯრები ელამ მზერით მიმზერენ,მე რომ მზე ვიყო, წავალ, ვიმზევებ,მაგრამ კაცი ვარ, _ გული მტკენია.საუბრის, ყოფნის და განშორებისწუთები თუმცა სადღაც რჩებიან,ალერსით, ფიქრით, ტკბილი ჭორებით,ისინი მაინც გვიბრუნდებიან.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი