პოეზია · ლირიკა
წუთი წუთისოფლისა
ჭივის ჭრიჭინობელა,ზაფხულია, აგვისტო,ტანი ლეღვის ფოთოლმამოიფხანა ხაოთი,წყალი წყაროს თვალიდანისევ ისე ამოდის,ისევ ნაცნობ ხმებითასული, გული აივსო.
მყვარებია ზაფხული,პეპელების აღლუმი,გრილოებში შემალვაშეთვალული მტევანის.წიწილების წივილი,როცა ქორი მზვერავიამ გასუსულ ეზო-კარსშურდულივით გადუვლის.
მყვარებია ზაფხული,მისი ჩქაფი საღამო, _მთვარე ობლის კვერივითცაზე გამომცხვარია,როგორ მიცოტავდებაყოფნის ყოფნა საამო,როგორ ჩქარა გამირბისაქ მე რაც მიხარია.
1997