↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წუხელ მესიზმრა

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52770 ნახვა

—
წუხელ მესიზმრა, ვკვდებოდი,შვილს ანდერძს ვეუბნებოდი,ერთად ვხედავდი, რაიცაწინათ ჩემ თვალწინ სულ იყო.ჩიტი ფრთით მინიავებდა,მზე დაბლა ჩამოსულიყო,არც არაფერი მტკიოდა,არც ლიბრი მეფარებოდა,არც თვალი მეხუჭებოდა,არც თავი მებრალებოდა.ვგრძნობდი, შემეძლო მეყვირა:_ მაცალე, დღევ, არ დამოკლდე!თან ვწუხდი _ გლოვად შეყრილან,უხერხულია, არ მოკვდე.ასე ხათრით და ჭოჭმანითსიცოცხლეს უნდა გავცლოდი,ხალხს ვუცქეროდი, ვზომავდიხასიათს ჩემი კაცობის.მტერს და მოყვარეს ვეწვოდი,ტიროდა დიდიც, ბალღიცა...წუხელ მესიზმრა, ვკვდებოდი,სიკვდილმა გამომაღვიძა.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი