პოეზია · ლირიკა
წყალი მასვი კოკითა
წყალი მასვი კოკითაწყაროსთან ვარ, მწყურია,წყალი მასვი კოკითა,განა დასაწუნიათუ სიყვარულს მოგიტან?შენი ტრფობის სურვილმაცეცხლი შემომიკიდა,წყალი მასვი კოკითა.
ეს ქვეყანა მივლიასიმღერებად,ლექსებად,ყველაფერზე ტკბილიაშენთან გაალერსება.ქალო, თავსაფრიანო,შენი თხოვა მწადია,შენ რომ ჩამოგიაროძილს გავიტეხ ადრიან.თუ გულს არ მიზიარებ,ეს ღიმილიც დარდია...შენი თხოვა მწადია.
ცას დავიჭერ ხელებით,ქუდს ვაცეკვებ თავანზე,შევაშურებ,გჯეროდეს,ქორწილს ყველა ლამაზებს, _დაირწევა ხმელეთიამ ჩემს განდაგანაზე.
ჩემთან ყოფნა სრულიადნუთუ აღარ მოგინდა?გული გაბაწრულიასიყვარულის თოკითა.წყაროსთან ვარ, მწყურია,წყალი მასვი კოკითა.
1961