↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხვეწნა

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
შენ გეხვეწები, ვარძიის წყაროვ,და შენ, მტკვართან რომ ვაზის მიწა ხარ,თუ კაცის გული უნდა ახარო,იყავ ისეთი, როგორიცა ხარ.
ხინოს თაფლო და კახურო ღვინოვ,ჩემო ვენახო, აღმდგარ ლერწებით,
თუ კაცის გული უნდა ალხინო,ნუ შეიცვლები, შენ გეხვეწები.
ნუ შეიცვლები, ქართულო სუფრავდა სუფრის თავში ტკბილო თამადავ,`ნანაო~, _ დედის გულივით სუფთავდა მოვარდნილო `ვარი-ვარადავ~.
სულ ასე ენთე, კერიის ცეცხლოდა შენზე კეცი ეყუდებოდეს,ჩემი სოფელი ყოველთვის ეცნოთ,როცა ნახავენ ბუხრიან ოდებს.
ჭალა კი მუდამ იყოს მომწვანოდა გაზაფხულზე მოსხმა ფურცლების,როგორც მდინარის წყალი მოძრაობს,იყოს მოძრავი და თან უცვლელი.
ნუ გაჩუმდები, სიმღერავ, კარგო,ეგ ჰანგი უკვე მსოფლიომ იგრძნო,გულებში ისევ სინათლე ჩარგე,"ვეფხისტყაოსნის" უბადლო წიგნო.
კალამო, თუ გსურს იყო დღეგრძელი,მშობელ ფერებში რომ ჩაეწები,მშობელი სიტყვის წერა შეძელი,ნუ წაიქცევი,შენ გეხვეწები!
1966
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი