პოეზია · ლირიკა
* * * "შენს სიახლოვეს დაეძებდნენ ჩემი თვალები"
შენს სიახლოვეს დაეძებდნენ ჩემი თვალებიდა ცისფერ ფერში გახვეული ჩემი ოცნება,დღე იყო ჩუმი, გადაღლილი და ნამკრთალები,რაღაც ძვირფასის იდუმალი განმეორება.ტალღა ყვებოდა, დუდუნებდა ზღაპარს საოცარს,ზღვის ლურჯ ფერებში აირეკლა ჩემი ოცნება,გიცქერდი ნაზად და უჩუმრად თავს მახსენებდარაღაც ძვირფასის იდუმალი განმეორება.