↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შენ ახლა აქ ხარ"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7037 ნახვა

—
შენ ახლა აქ ხარ, ჩემთან და იმდენად ახლოს, რომ მეშინია ამ სიახლოვის...ზღვა არის ჩემთან და მისი ტალღები ეფერება ჩემს სხეულს ქცეულს ქანდაკებად შენი სულის კარიბჭესთან მოტანილს.ჩემში ყველაფერია და არაფერი,ცარიელი ვარ და სავსე შენით,ხმაურიანი ვარ და მდუმარე შენთვის,მაკრთობს და მამშვიდებს შენი სიახლოვე,მინდა შენთან და გაგირბივარ,გზა იწყება და მთავრდება შენით,ეს გზა უსაშველოდ გრძელია და მოკლე,მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს შენთან.გულს მძიმე სარქველი აფარია მონატრების ნიშნად,ამ დუმილს მხოლოდ შენ თუ გაიგებ,მოდი ჩემთანდა გულში ჩაიკარი ეს უსაშველო მონატრება სევდის ზღვად ქცეული და ჩემი თვალების მიღმა დამალული მხოლოდ შენთვის ამოსაცნობად.ჩემი სული ისეთი შიშველია, მე თვითონ მეშინია მისი სიშიშვლის..მენატრები!

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი