↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "საკუთარ თავში ჩავკეტე თავი"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7028 ნახვა

—
საკუთარ თავში ჩავკეტე თავი და ფიქრს ჩავუკეტე დარაბები,ისე მღელვარე იყო ზღვა, როგორც შენზე ფიქრი ცრემლადქცეული და ჩემს თვალებში ჩაკირული...ფიქრმა ისე შემომხვია თავისი მბოჭავი ხელი, სული შემიგუბდა და მომინდა, ჩემს ძახილს მოეღწია შენამდე, გეგრძნო, როგორ მჭირდები, როგორ მივსებ სულს და როგორ მიადვილებს შენი არსებობა ცხოვრებას.მინდოდა ეს ყველაფერი შენთვის მეთქვა და შენს ხელისგულებში მომექცია ჩემი სახე.მენატრები და მეშინია შენი დაკარგვის.და არ მინდა,სიბერე და ნაოჭებშეპარული წლები, სახეზე ღარებად დამჩნეული ცხოვრება, არ მინდა ფურცლებად დავკეცო წლები, რომლებსაც ვეღარასოდეს გადავშლი და წარსულს დავუტოვოდღეები, რომლებსაც ვეღარ დავაბრუნებსიზმრები - რომლებშიც აღარასოდეს განმეორდები,ღამეები - რომლის გულისფეთქვა ჩემში ფეთქავდა,ღიმილი - რომელიც ისეთი თბილი იყო, რომ მეშინოდა მისი,თვალები - რომლებიც უხმოდ მეტყველებდა...მე შენში ვიყავი,შენ - ჩემში,ჩვენ - ვიყავით ორნი ერთად და მაინც ცალ-ცალკე.ჰო.არ მინდა, სიბერემ შემახოს ხელი...დღეს ისე ცხადად ვიგრძენი მისი სიახლოვედა მომინდა გაქცევა შორს ჩვენი სამყაროსაგან, რადგან შემეშინდა, რომ ვერ გავუძლებდი მის გულისცემას...მომინდა მხრებიდან მომეხსნა წლები, რომლებიც შენთან მაშორებდა.ჰომინდა, დაგიძახო და ვდუმვარ.მინდა, მოგეფერო და გაგირბივარ..მეშინია ჩემი მონატრების,მაგრამ გული გნატრობს და ჩუმად გიხმობსისე, როგორც არასდროს.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი