პოეზია · ლირიკა
იმედი
შენ მოხვალ ჩემთანდა ჩუმი ლოდინით დამძიმებულ სულსგადაეხსნება სარქველი მძიმე,სისხლი ძარღვებში ნაკადულივით დაიწყებს კისკისსდა განათდება ჩემი გული - პაწია მღვიმე.შენ თეთრ ღრუბლებში გაეხვევიდა თეთრი სამოსი დაფარავს სახეს,საოცნებოს და მიმზიდველს ასე...ვიცი, რომ მოხვალ და როგორც მაშინ,ღიმილით მეტყვი,რა ძალა აქვსო სიყვარულის უხილავ ძაფებს!მაგრამ იქნება მაშინ, ალბათ, ძალიან გვიანდა მე ვიპოვი შენს ნათქვამში ღრმასევდის ხაზებს.