პოეზია · ლირიკა
ილუზია
ხანდახან მგონია, ჩემი აჩრდილი ხარ,დამდევ და მალულად მაწვალებ,ხანდახან მგონია, სფინქსი ხარ გაყინული,ვერ ამჩნევ სევდიან ამ თვალებს.ხანდახან მგონია, სულში ჩაგეკირაცივი უნდობლობა და იჭვი.ხანდახან მგონია, ჩემი სანთელი ხარჩემად ანთებული ყრუდ იწვი.ხანდახან მგონია, შლეგი ფიქრები ხარ,ფიქრები სავსეა ნაღელით.ხანდახან მგონია, რომ ჩემად გაჩენილხარშენ კი ადექი და წახვედი.იქნებ ასეცაა, სული დაგეღალა,გრძნობა დაგეღალა ეული,იქეც მარტოსულად სავსე სიყვარულითდა მკაცრი ცხოვრებით გვემული.