↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყემ წამიყვანა!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
წამიყვანა ტყის ჯურღმულმა, ტყის სიმწვანემ წამიყვანა,გადმიშალა ხის რტოთა და ბალახების მწვანე ყანა...დაუბერა ნელმა სიომ, ვარდს მოჰპარა ცის მანანა,და რტოები, ხის რტოები მიაქანა, მოაქანა: -„ნანა-ნანა“...
ალეანდრას ბალახებში ძეწნამ ტოტი დააფარა,ვეღარ დასწვდა და მწუხარემ ისევ სიოს დააბარა:„ნუ ცახცახებ, არ განახვებ მზის თეთრ სხივებს... არა, არა...“ალეანდრა ისევ შეკრთა და ცრემლებად დაიღვარა:„კმარა, კმარა!“
შემდეგ ცელქმა ტყის ფერიამ, ღმერთო! რა არ განიზრახა,ჯერ გაშიშვლდა და როდესაც ტბაში თავის ტანი ნახა,სულ გაკვირდა... მერე მოსწყდა და როდესაც დამინახა,შეჰკივლა და მიიმალა და ჯაგიდან დამიძახა:„ხა, ხა, ხა, ხა!“
მუხის ჩრდილ ქვეშ მიმეძინა და ფოთლები პეპლებივითმეცემოდენ მთელ სახეზე, აღგზნებულზე, სიზმრის სხივით...და მესმოდა ფოთოლთ ჰანგი: „ჩვენ არ ვკვნესით, ჩვენ არ ვჩივით...ნიავივით, ნიავივით, ტყეში ვცხოვრობთ, ტყეში ვღვივითნიავივით!“
ვიყავ ჩუმი, ვიყავ ჩუმი და ვხედავდი ცის ლურჯ ტატნობსდა ვფიქრობდი ნათელ ფიქრით ფიქრებს ძნელად გამოსაცნობს,და ფიქრობდა ნათელ ფიქრს ტყე, და იდუმალ ნაფიქრ-ნაგრძნობსჩემს ფიქრებში მოგონება ეხლა აფრქვევს, ეხლა ადნობს,ნაფიქრ-ნაგრძნობს...
ვიყავ ჩუმი და მესმოდა იდუმალი სიმთა ჟღერა,სევდიანი იყო ჰანგი და მეც გული ამიძგერა.დავიმღერე: მესმის, მესმის... და ვერ დავთმობ, ვერა, ვერა!და სიჩუმემ ნიავივით გამომძახა: მჯერა, მჯერაეგ სიმღერა.
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი