↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულია

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7031 ნახვა

—
გაზაფხულია. ჩვენს სულებში ჩადგა აისი,ზამთარმა ფრთხილად, ნელა-ნელა დაკეცა ფრთებიდა აგუგუნდნენ ღრმა ძილისგან თავისუფალიბერიკაცივით ჭაღარა და ამაყი მთები.გაზაფხულია, და ოცნებამ იწყო ფრთხიალი,ლამაზ ღიმილად გაიშალა ტუჩზე კვირტები,აფეთქებული, მოცახცახე ნუშებში მდგარი -ო, გაზაფხულო, არასოდეს დამავიწყდები.და მეც ვიქნები გაზაფხული მოხეტიალე,წყარო ანკარა, მოლივლივე, ტირიფის ძირში,აფეთქებული, მოცახცახე ნუშებში მდგარიმიმოზასავით გადავაბნევ სილაღის ღიმილს.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი