პოეზია · ლირიკა
სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება?
გიორგი ლეონიძე 1899–1966
თუ შენი გული არ მემოწმება,თუ ვერ ავაგე წმინდა ტაძარი,სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება _ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?
ვის გავეკიდო ახალ ძახილით,რომელ ჯადოქარს, რომელ სირინოზს,სულის ჩაჭრამდი ჩამწვას სახმილით,გული სიშმაგით გამაწირინოს!
თუ შენი გული არ მემოწმება,თუ გულში წარღვნა მე ვერ დავძარი,მაშ, სად შევტყორცნე ჩემი ოცნება _ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?