↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნოსტალგია. დაკაპო

აბუსელიძე როინ

2015-06-121 წთ საკითხავი21881 ნახვა

—
(ჩემს სომეხ მეგობარს გარიკა კარაპეტიანს რომელიც იბრძოდა აგვისტოს ომში)
- ორივე - ხელია. რომელი მოვიჭრა?ან მერე როგორ გავამრთელო?ძალიან პატარაა ხო იცი, როიჯანეს ჩვენი დიდი საქართველო -
ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით დაბავშვობა - ბავშვობას გავატანეთდა ფუტკრის ნაკბენი მკლავივითგაგვისივდაეს გული, ოხერი, "ცავატანემ"
ტოლებსაც იმ დღიდან სრულიად გავერიდეთ,ამინდიც გადაიქცა ტირილად,მახსოვს სულ პირველადჭაჭით რომ დავთვერით დალექსი რომ წავუკითხეთ ირინას.
ის თოვლიც მაგონდება წელამდე რომ დადო,გვქონდა ერთად ყოფნის პატივი,მკერდზე დაწერილი "საქართველო"-ც დროდადროგეზრდებოდა მაცხოვრის კვართივით.
მორიგმა აგვისტომ უეცრად დაიქუხადა მაშინ ატირება მომინდათუმც მაინც სიცილით გითხარი.დაგაბარე -ტყვიები წამომიღე ომიდან.
და ასე შევეჭიდეთ სხვადასხვა ბარიკადებსდა მთელი ჩვენი ქუჩა შეიძრა,დღეს ომში მოუკლავთო, დღეს ომში...გარიკა, დეე,ოთახში შემოვიდა შენი ძმა..- ორივე ხელია, რომელი მოვიჭრაან მერე როგორ გავამრთელო,ძალიან პატარაა ხო იცი როიჯანეს ჩვენი დიდი საქართველო -
ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით დაჩემს თმებსაც შეერია ჭაღარადა წლებიც გასულან რაც მიწას მიგაბარეთდა რაც მე ცალი ხელი აღარ მაქვს!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი