პოეზია · ლირიკა
თვითმფრინავები
ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
ანის, ანას და სოფოს)
„შენ გიყვარს ღამე, დიდი ხნის წინ გათენებულიდა მის შავ წყალშიფოთლებივით ჩაცვენილი შენი ხელები“
თამაზ ბაძაღუა
საიდან ჩნდებიან უმართავი ილუზიები,როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარშემო სიცარიელემხოლოდ და მხოლოდ მირაჟია, სხვა არაფერი,რომ ჩვენი ფიქრი ცდება საწყის ტრაექტორიასდა უგზო–უკვლოდ მიფრინავს იქ,სადაც ჩვენს სახლებს გადახადეს სახურავები..
ჩემი მზერა თვითმფრინავია,მე ყოველ ღამით ვიღებ ბილეთს წარსულისაკენდა ვცდილობ ჩუმად ჩავალაგო ჩანთებში ბარგი,მივფრინავ თოვლში, წვიმაში, ქარშიდა სულ ცოტა ხნით ვაგვიანებ აეროპორტში,სადაც ყოველთვის მხვდება ცხელი, უშაქრო ჩაი,რომლის სუნიც მაგონებს დედას..ხან კი ვცდილობ ბარგთან ერთად ჩავეტიოჭუჭყიან საბარგულშიდა საამისოდ გამალებით ვკეცავ ჩემს ფიქრებს..
ჩემი მზერა თვითმფრინავია,ჩემი თითები – თვითმფრინავის პატარა ფრთები,ყოველთვის, როცა მავიწყდება ჰაერის ყლაპვადა მაშინაც კი, როცა ჰაერს ვეღარ ვტევ შიგნით,მე ვცდილობ ფრთხილად შევაერთო ჩემი ტუჩებიდა ცას, ნაცრისფერს, უფრო მეტად დავუახლოვდე,იქ, როგორც წესი, მიმზადებენ წყლის კრუასანებს,გემო კი მათი უფრო მეტად მახსენებს სითბოსდა მეც საზარლად ვმანჭავ სახეს, გასაღიმებლად..
საიდან ჩნდებიან უმართავი ილუზიები,ღამეში, სადაც საფლავების რაოდენობაემთხვევა სიტყვებს, ჩვენგან ნათქვამს, ანაც გაგონილს,სადაც ფერები უფრო მეტად ავსებენ სიზმრებს,ვიდრე სივრცეებს.და მთელი ჩვენი არსებობასულ უფრო მეტად ემსგავსება ღრუბლებში ფრენას,ხის ტოტებიდანნაძალადევად მოწყვეტილი მწვანე ფოთლების ავიაციას,ჩვენ კი, უპილოტო თვითმფრინავები,უშედეგოდ ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება.
შავი ყუთი
ციდან იყრებააგურისფერი ფერფლი,მიწა სველია.
სასაფლაოდანქარს ყვავილები მიაქვსნაგავსაყრელზე.