↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა მზეზე

ფოცხიშვილი მორის

2016-06-121 წთ საკითხავი8531 ნახვა

—
მზე ჩემს სიცოცხლეს სინათლით ავსებს,როცა ქარი ქრის და ავდარია.ერთად დავდივართ მიწაზე, ცაზე, _მზე ჩემი კარგი მეგობარია.მზე ჩემთან ერთად აღვინებს ვაზებს,როცა ქარი ქრის და ავდარია.მზე ჩემთან ერთად დაცურავს ზღვაზე, _მზე ჩემი კარგი მეგობარია.მე მის ხელებზე ბავშვივით ვწევარ,როცა ქარი ქრის და ავდარია.ხშირად მგონია, მზე თავად მე ვარ,რადგან მზე ჩემი მეგობარია.სწორედ ამიტომ არ ვკარგავ იმედს,როცა ქარი ქრის და ავდარია, _მე ბედნიერი ვიქნები, ვიდრემზე ჩემი კარგი მეგობარია.

ფოცხიშვილი მორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი