პოეზია · ლირიკა
პეპლები კარდენახში
სახლის წინ ყვითლად ღუოდაყვავილის ბაბთა, გასკვნილი,ფრთებს ქორებივით არწევდნენპეპლები, უკანასკნელი.დაქროდნენ, დაფარფატებდნენწყვილები, დედალ-მამლები,შავ ყურძენს ვჭამდი მზის გულზე,იდგა ზაფხულის ნამლევი.ხანს ვერსად დაემალები,დათესე, გინდა – მოხანი...მიწა მეცლება... ფშვინავდნენმუცლები, მსუქან-ჭროღანი,რომელმა ქარმა ჩახიაიმათი კაბა-ჩოხანი?!.