პოეზია · ლირიკა
ბაქანი
Iზარს ჩამოჰკრეს...როგორც გუშინ ისე ამ საღამოთიც.ზარს ჩამოჰკრეს...ჩოჩქოლი...–გამოდის...–გამოდის...
ფუტკრებივით აიშალნენ და ჰორიზონტს უტევენშეხვედრების, განშორების, მოლოდინის წუთები.ზარს ჩამოჰკრეს...და სიჩუმეც ფეხქვეშ ტყდება წკირივითდა მეზობელ სადგურიდან შემოვარდა კივილი.თითქო დიდი ფარშავანგი ჩამოვარდა ბაქანთან,ნახნავებზე გაიქცა და ქალაქისკენ დაქანდა...
IIბავშვობაა, სიყმაწვილე, სიბერეთუ სიკვდილი,ღელვით, შიშით, იმედებით, სიცილით თუ კივილითმეზობელი სადგურიდანგამოდის...გამოდის...
10
..."თუ მწარეს გეტყვის"
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,შენ წყენა გრჩება და ტკივილი...მაგრამ იცოდე:უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,ნესტარს ვტოვებ დაფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს.
11
..."შენ რომ უბეზე ხელი იტაცე"
შენ რომ უბეზე ხელი იტაცემუხლებზე კაბა ჩამოიწიე,რომ წამოწითლდი და დაირცხვინე,სწორედ იმ დღიდან დაგიმახსოვრე.სწორედ იმ დღიდან მონა ვარ შენი,შენ კი ისეთი მონათმფლობელი,რომ მონობიდან ვერ გამომიხსნიდა ვერ მაჩუქებ თავისუფლებას.
12
..."საქართველოში ყველა ციხესთან"
საქართველოშ ყველა ციხესთანმე ჩამივლია ყინჩად, გულდიდად...ყველა გურჯიდან და ქონგურიდანმწარე წარსული გადმოიხედავს.
ო, წინაპარო, დროის გრიგალთამხოლოდ ეს ციხე რჩება მოწმობად.ბეჭიდან ჩრდილი ჩამოგივარდა,ისიც მონღოლის ცხენმა მოძოვა...
ვინა ვარ, რა ვარ, რა გზებს შემოვრჩიან სული ასე რად აღმიზევდა?ერთი კი ვიცი: საქართველოშიმე მოკლული ვარ ყველა ციხესთან...