↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთხელ მაინც

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი27014 ნახვა

—
ვისაც მოუსმენია ერთხელ მაინც თოვლისთვის,მეც მომისმენს, გამიგებს, დამიცდის და მომიცდის.ვისაც თერგის ტირადა და ალაზნის არიაგაუხმოვანებია, ჩემი მეგობარია.ვის გზაზედაც – მთები და მთებზე – მონასტრებია,ვისაც ერთხელ ბიჭვინთის ღამე მონატრებია.ვისაც შუაღამისას უცებ გაღვიძებიადა ქვიშხეთის ცაცხვები მოუსაკლისებია;ვისაც ახსოვს სუსხები მოწეული სიმინდის,ვინც შეუწუხებია არაერთხელ სინიდისს;ვინც გაურბის სერობას, როცა სხვები რჩებიან,ვისაც სასიყვარულო დაუმესიჯებია;ვისაც ანგელოზისთვის თვალი, ყურიც მოუკრავს,ვისაც თავი ერთხელ მაინც მოუკლავს.2008
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი