↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ფოტოს გადაღება ნიშნავს"

სარიშვილი მაია

2010-08-121 წთ საკითხავი1452 ნახვა

—
ჰოლანდიელ ფოტოგრაფს _ პიტერ ვან დერ მეერსფოტოს გადაღება ნიშნავს,როგორც რეზინის სათამაშოს,ისე მოგიჭირონ სახეზე ხელი,დაგიბრიცონ ნაკვთები საცოდავადდა თვალებიდან ამოგესხასმთელი სიცოცხლის მარაგი სევდა.დაუნდობელი `გაიღიმე~ –ჰგონიათ, ყველაფერი წესრიგში მაქვს,ყველა გრძნობა თავის ადგილას მიდევს.უკვირთ, საიდან გამომაქვს ასეთი ღიმილი –ძველი ნავივით საწყალი, უფსკერო,შიგ რომ ვერავის ჩასვამ, რომ სახიფათოა.სხვების ღონიერ ტუჩებზე კი იალქნიანი ხომალდებია –მთელი მათი ოჯახებით _ხელს გვიქნევენ გემბანებიდან.აქ ამბობენ რომ პოეტი ვარ –თითქოს იმ ლექსებს, რომლებიც მოსწონთ,ქინძისთავებით მიმაგრებენ პირდაპირ ხორცზე.ასე გარედან ჩემი ლექსები არასოდეს მიტარებია.(სამშობლოში ისევ შიგნით ჩავიყრი ამათ).აეროპორტში,ვიდრე უკლებლივ დავიბრუნებ ყველა სადარდელს,მოძრავ ბილიკზეჩემი საწყალი ჩემოდანი უთვალავჯერ დატრიალდება.

სარიშვილი მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი