პოეზია · ლირიკა
* * * გესმის ქოშინი?
გესმის ქოშინი?აქ ჩემს ოთახს თავის ღამე ჰყავს -მოახლესავით -რომ დაბერდა და ვერ უვლის ნივთებს,ხოლო სიმწრით გამოზრდილი მოჩვენებებიუკვე პირში დასცინიან, ვერ იმორჩილებს.ფარდაც ვერ იჭერს -ფანჯრებიდან შემოდის შუქი -ნეონის მახვილ სხივებზეააცმული ძილი -ციმციმა აბრებსსიტყვებიდან გამოაქვთ სისხლი -და მეცოდება ასოები - მუნჯი ტყვეები,რომ ჩაამწკრივეს და აკივლეს გათენებამდე.შავ ბამბაშია შეფუთული რძით სავსე ჭიქა.რაც არ იმსხვრევა - ტელეფონის ბლოკნოტიც კიშავ ბამბაშია -და იქ ანბანის სულელური რაღაც წესრიგით,გამოგონილი მეგობრები მიქნევენ ხელებს.