↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვინ მომიგზავნა უშველებელი მაკრატელი ტერფებთან?

სარიშვილი მაია

2010-08-121 წთ საკითხავი1450 ნახვა

—
ვინ მომიგზავნა უშველებელი მაკრატელი ტერფებთან?ბოლომდის იხსნებადა იხურება საზარელი ჭახანით.მგონი, კოჭების ადგილას საჰაერო ბუშტებიადა ვშიშობ, მორჯულების ნაცვლად,ამოვყირავდები,ქუჩებსაც და სკვერებსაც ამოვაპირქვავებ.იქნებ, ეს ძილია ასეთი.კარუსელის ღერძივით ბრუნავს კისერი.თმის თითო ღერზე - თითო ბავშვი მეჭიდება.ხანგრძლივი ცხელი თავბრუ...და იქ, ბავშვების სიცილის ხმა სადაც ერთდება,ნაკვერჩხლებივით მგლები, როგორც კოლტები,უძრავად წვანან -სძინავთ, ამათითაა ჭრილობა პირმოკრული.კვლავ უთვალავი რამ ცვივა შეუჩერებლად მაღლიდან.ვეღარ ვასწრებ დავახარისხო.სტრიქონ-სტრიქონ ვეღარ ვარსებობ.არ კონტროლდება თითი -დღეების ქვეშ გაყოლებული...

სარიშვილი მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი