↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორი დამაჯერებელია სიმშვიდე

სარიშვილი მაია

2010-08-121 წთ საკითხავი1457 ნახვა

—
როგორი დამაჯერებელია სიმშვიდე,როცა იგი სახლის ნივთებითაა შემორაგული.ისეთი დაბალი ოცნებები -ტელევიზორსა და ტუმბოებს რომ ვერ გადაახტებიან.რა ყოჩაღად შემოვიღობეასეთი წესიერი სიცოცხლე,სადაც ვერავინ დაინახავს,როგორი სილის გაწნასავით წამებია -მარჯვენა ლოყა და მარცხენა ლოყა,ჩქარ-ჩქარა.ამომეყარა პირიდან და აქეთ-იქითბადმინტონის ვოლანებივით დაფრინავენ ბგერები,რომლებიც დაწყდნენ და ერთმანეთსაცდნენ...

სარიშვილი მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი