↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰენრი თრიფი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)

მასტერსი ედგარ ლი

2012-08-121 წთ საკითხავი1069 ნახვა

—
ბანკი გაკოტრდა და დავკარგე მეც დანაზოგი,შემზარდა ყოფნა სფუნ რივერში გადამქანცველიდა მომივიდა თავში აზრად აქედან წასვლა,დატოვება ჩემი ოჯახის და საცხოვრისის;ჩამოდგა ღამის მატარებელი და სწორედ მაშინსაფეხურიდან ჩამოხტნენ სწრაფადქული გრინი და მარტინ ვაიზი,გამართეს ჩხუბი ძველი დავის გადასაწყვეტადისე ურტყამდნენ ერთმანეთს მუშტებს,რომ ხელჯოხები გეგონებოდათ.ისე სჩანდა, რომ გამარჯვება გრინს ერგებოდადა სწორედ მაშინ სისხლით მოთხვრილ სახეზე ქულისგამოეხატა ქლესა ღიმილი, მიეყრდნო მარტინსდა შეჰღაღადა "ჩვენ ძმაკაცები არა ვართ, მარტინ?მეგობრები ვართ, მარტინ, არ იცი?უერთგულესი შენი ძმაკაცი!"და სწორედ მაშინ საშინელი მუშტით მარტინმა ძირს დაანარცხა,ვით მოკვეთილი.მე დამაკავეს, როგორც მოწმე და დამაყოვნეს,წავიდა ჩემი მატარებელი, შევრჩი სფუნ რივერს,რათა მებრძოლა საწუთროსთან აღსასრულამდე.ჰოი, ქული გრინ, შენ აღმოჩნდი ჩემი მწე-მხსნელი,წლებისგან ასე დავარდნილი და შერცხვენილიქუჩებში უგრძნოდ მოხეტიალე,და მოწადინე რომ შემოსო დაჩირქებული სული ძონძებით,ვინაც ბოლომდე ვერ იბრძოლე გამარჯვებისთვის.

მასტერსი ედგარ ლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი