პოეზია · ლირიკა
ჩარლზ უებსთერი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
ფიჭვის კორომი ბექობზედა ფერმა მისგან უტევანებით დაშორებულისჩანდა კამკამა ფარშავანგისებრ ლურჯი ცის ფონზე,თითქოს ლინზიდან იმზირებოდი,ნაშუადღევს კი მიწა შეფუთა ღრუბლის საბანმა,შენ მიდიოდი სამყურების მინდორზე, სადაცისმოდა მხოლოდ ჭრიჭინათა ნაზი ტრემოლო.შემდეგ შორეულ ქარიშხლების ნამქერთა შორისმზე ჩაესვენა.ამოვარდნილმა ქარმა ზეცა მოაკრიალადა გააღვივა უქომაგო ვარსკვლავთა ცეცხლიდა შეარხია პირბადრი მთვარე,მთვარე გაჩრილი მოციმციმე ვაშლის ტოტებშიგორაკებს შორის.შენ მიდიოდი ჩაფიქრებული სანაპიროზე,სადაც ტალღები უფეხურათა მსგავსი კივილითმიიმღეროდნენ დაბლა წყლისაკენ და გასძახოდნენქარის ნაკადებს კედროვანებში.ბოლოს მიხვედი ქოხთან ცრემლით სავსე თვალებითახედე ზეცას და იხილე იუპიტერიმაღალი ფიჭვის კენწეროზე დავანებული,ქვე დაიხედე და იხილე ჩემი ტახტი თავისუფალიცარიელ ზღურბლში დარწეული ქარიშხლისაგან...იყავ მამაცი, უსაყვარლესო!