↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აიდა ფრიქეი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)

მასტერსი ედგარ ლი

2012-08-121 წთ საკითხავი1072 ნახვა

—
არაფერია შენთვის უცხო ამქვეყნიური:მე სამუმელი უპოვარი გახლდით გოგონა.ჩამოვაბიჯე სფუნ რივერში მატარებლიდან გაცისკრებისას,სახლები იდგნენ ჩემს წინ დახშულიკარებითა და დაშვებული კრეტსაბმელებით...დავრჩი ქუჩაში,მე არც ერთ სახლში არ მქონდა წილი ანდა ადგილი.და მოწანწალეს შემეჩეხა მაქნილის სახლი.ქვის ციხე-კოშკი, ბაღჩა-ბაღებით და ხეივნებით,გარშემორტყმული დარაჯ-მცველებით,მხარე და შტატი მას შეჰხაროდა,მფლობელს და თავადს, ამაყს და ზვიადს.მე შიმშილისგან მისუსტებულს მეზმანა უცებ:ციდან დაეშვა მაკრატელი უშველებელივით ორი სვეტი მიწახაპიისდა როგორც ფარდა, შუა გააპო სასახლე ორად.გამოფხიზლებულს "სავაჭროში" კაცი შემომხვდა,მე სამუშაო ვთხოვე, მან კი თვალი ჩამიკრა,ის იყო უოშ მაქნილის ვაჟიდა ნაზმანები მაკრატელი ამიხდა ცხადში:ფიცის გამტეხმა ნახევარი სახლი მიბოძა.ხომ ხედავთ ჩემი გაჩენის დღიდანმხოლოდ და მხოლოდ ჩემს მოლოდინში იდგა ეს სახლი.

მასტერსი ედგარ ლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი