პოეზია · ლირიკა
სფუნ რივერის ანთოლოგია (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
(ნაწყვეტი)
სამაროვნები
სად, სადღა არის უნიათო ელმერი ახლა?სად, სადღა არის გამრჯე ჰერმანი?მასხარა ბერტი, ლოთი ტომი, მებრძოლი ჩარლი?ჰო, სათითაოდ ყველა მათგანისამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
ერთი მოაშთო ციებ-ცხელებამ,მეორე ფერფლად გადაიქცა ცივ მაღაროში,მესამე- ქუჩის შეეწირა შეხლა-შემოხლას,მეოთხეს- სულაც ტყვეობაში აღმოხდა სული,მეხუთე – მოსწყდა ხიდიდან დაბლაცოლ-შვილისათვის ჯაფით დაღლილი…ჰო,სათითაოდ ყველა მათგანისამარადისოდ განისვენებს,სამარადისოდ განისვენებს,სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
სად არის ელი, მგრძნობიარე გულის პატრონი?ლამაზი სულის სადღა არის ქეითი ახლა?კისკისა მეგი, ამაყი ლიზი, ანდა ედიტიბედის რჩეული?ჰო, სათითაოდ ყველა მათგანისამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
ერთი გადაჰყვა საიდუმლო მშობიარობას,მეორე – ცალმხრივ სიყვარულს მგონი,მესამე – მოჰკლა ვიღაც მხეცმა საროსკიპოში,მეოთხე – მოკვდა გულგატეხილიოქროსთმიანი უფლისწულის ცრუ მოლოდინით,შორეულ ლონდონს და პარიზში ცხოვრების შემდეგჩვენი ედიტიც აქეთ დაბრუნდა,აქ განისვენებს მეგის, ლიზის და ელის გვერდით.ჰო, სათითაოდ ყველა მათგანისამარადისოდ განისვენებს,სამარადისოდ განისვენებს,სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
სად არის ძია აიზეკი, ემილ მამიდა?ბებერი თაუნ ქინქეიდი, სევინ ჰოუთონი?ან მაიორი უოკერი ვინც ბაასობდარევოლუციის მონაწილე ღირსეულ ხალხთან?ჰო, სათითაოდ ყველა მათგანისამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
კარს მიუყენეს მათ ცხედარნი ომიდან ვაჟთადა ქალიშვილნი ცხოვრებამ რომ გაიგდო ფერხთქვეშდა შვილიშვილნი დაყრილნი ობლად-ჰო, სათითაოდ ყველა მათგანისამარადისოდ განისვენებს,სამარადისოდ განისვენებს,სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
სად, სადღა არის მოხუცებულიმევიოლინე ჯოუნსი ვინაც,ოთხმოცდაათი წელიწადი განვლო თამაშით?შიშველი მკერდით მიმოქროდა ზამთრის თოვლ-ჭყაპში,თავაწყვეტილი დადიოდა ლოთად ქცეული,აღარ ფიქრობდა არც ცოლზე არც ნათესავებზე,აღარც ოქროზე, სიყვარულზე და არც ზესკნეკზე!ჩუ, ყური უგდეთ! გვეჩურჩულება:დიდი ხნის წინათ მდინარეზე თევზაობაზე,გარდასულ დროის, ქლერ გროუში, ცხენთა სრბოლაზე,გვეჩურჩულება- ქალაქ სფრინგფილდშიები ლინკოლნის ნასაუბრევზე!
ჰოდ ფუთი
მეც აქვე ვწევარ,ბილ ფიერსოლის სამარესთან, ბებერ ბილისთან,ინდიელებთან ვაჭრობით რომ აივსო ჯიბე,შემდეგ მიმართა სასამართლოს და განაცხადა გაკოტრებაზერამაც გახადა ის მდიდარი ვიდრე ოდესმე.მე კი დამღალა ღატაკია გარჯამმაშინ, როდესაც ბილს და მისთანებს ახრჩობთ სიმდიდრედა ერთ საღამოს, სიახლოვეს, პროქტორის ჭალისგავძარცვე მგზავრი.(ის გაძარცვამდე ჩაბარდა გამჩენს)მე სახრჩობელა მერგო სასჯელად.ეს იყო ჩემი გზა გაკოტრების,ახლა კი ჩვენ ვინც სხვადასხვაგზით გაგვაკოტრა წუთისოფელმაგვერდი გვერდ ვწევართ, მშვიდად და წყნარად.
მინერვა ჯოუნსი
მე ვარ მინერვა სოფლის პოეტი,ვისაც ქუჩებში დამცინოდნენ და გესლს მაფრქვევდნენ იაჰუებიელამი თვალის, მძიმე ტანისა და რწევა-რწევით სიარულისთვის,განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა უელდიმდამიმორჩილა, ვით ნადირმა გავეშებულმა.შემდეგ კი ექიმს შემატოვა ბედის ანაბრად, ექიმ მაიერსს:და შევაბიჯე წკვარამ ბნელეთში,და თხემისაკენ მოიწევდა სიკვდილი ტერფით,თითქოს გაყინულ მდინარეში შემედგა ფეხი!თუ სცადა ვინმემ შეეკრიბა გაზეთებში სფუნ რივერის დაერთიან წიგნად გამოეცა ჩემი ლექსები?სიყვარულისთვის დავრჩი მუდამ ასე მწყურვალი!სიცოცხლის გამო დავრჩი ასე მოშიებული!
ნელი ქლარქი
მე მხოლოდ რვა წლის ვიყავი მაშინ,და სულ ვერაფერს ვხვდებოდი მაშინ,და ვერ ავხსნიდი მე ამას სიტყვით,მხოლოდ ის ვიცი, რომ შემეშინდადა ყველაფერი ვუამბე დედას,შემდეგ კი მამამ იარაღი აიღო ხელშიდა კლავდა ჩარლის,-ის დიდი ბიჭი იყო-თხუთმეტის,-მაგრამ დაიხსნა სიკვდილისგან ჩარლი მშობელმა.ჩემი ამბავი კი სოფელში ყველამ გაიგო.მხოლოდ იმ კაცმა, ახალმოსახლემ,დაქვრივებულმა, ოცდათოთხმეტს მიტანებულმა,რომელზედაც ჯვარი დამწერეს,აღარ იცოდა, თუმცა შემდეგ მანაც გაიგო,ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ,ჩათვალა თავი გაწბილებულად,მერე სოფელშიც ყველამ ერთხმად დაუდასტურა,რომ არ ვიყავი სულაც ქალწული.ჰო, ასე იყო და მან დამტოვა.მე მივიცვალე იმავე ზამთარს.
ა.დ. ბლუდი
თანამოძმენო, თუკი ფიქრობდით რომ სანაქებო ვიყავი მერი,ვინაც დავხურე სალუნები* და ავკრძალე ბანქოს თამაში,და მოსამართლე არნეთს მივგვარე მოხუცებული დეზი ფრაზერი,ვინც ჯვაროსნული ლაშქრობები მოვაწყვე ბევრჯერადამიანთა განსაწმენდად ცოდვებისაგან:ერთი მითხარით, რად მიეცით უფლება დორას,მკერავის გოგოს,და მცონარა რუბენ პანთიერს,ბენჯამინის შვილს,რომ გაეხადათ ღამ-ღამობით ჩემი სამარე,სიძვის სარეცლად?————–*SALOON-(ამერიკ.) ლუდხანა
როსქოე ფიუქაფაილი
მე მას ვუყვარდი, ჰაუ! როგორ ვუყვარდი მე მას!და მეც ვერაფრით ვერ შევძელი მისგან გასხლტომაიმ დღიდან, როცა პირველად ვნახე.მაგრამ ქორწილის შემდეგ ვიფიქრე,რომ ის ოდესმე მოკვდებოდა და გავსხლტდებოდიანდა უბრალოდ განქორწინების მომცემდა ნებას.აღარც სიკვდილი, აღარც ნებართვა!და გავიქეცი – ერთი წელი თავდავიწყების.მას არასოდეს დაუჩივლია.და თხოვდა ყველას, რომ დაბრუნება ერჩიათ ჩემთვის.და მე დავბრუნდი.მე მოვუყევი რომ ნავში მყოფი,ოდეს ვუსვამდი ნიჩბებს,ვან ბურენ სთრითის სიახლოვეს ტყვედ ამიყვანესმიჩიგნის ტბის მეკობრეებმადა ჯაჭვით დაბმულს არ შემეძლო მიწერა მისთვის.ის ცრემლთაფრქვევით მკოცნოდა და ამბობდა მწარედ:“ რა სიმხეცეა, სისასტიკე, არაკაცობა!”და მე დავრწმუნდი, რომ ბედისწერაიყო ღვთიური- ჩვენი ჯვრისწერა!და მის დარღვევას ვერ შესძლებდა ვეღარაფერი,გარდა სიკვდილისდა არც შევმცდარვარ!
ქალბატონი ფიუქაფაილი
ის გამექცა და დიდხანს იყო გადაკარგული,როცა დაბრუნდა, სულელური ამბავი მოყვა,რომ მიჩიგანის ტბასთან შეიპყრეს მეკობრეებმადა ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული ისე,რომ წერილიც კი ვერ მოიწერა.მე თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მჯეროდა,თუმცა ძალიან კარგად ვიცოდირაც თავს გადახდა,და ისიც, ხშირად რომ ხვდებოდა მკერავ უილიამსსროცა უილიამსს მოუწევდა ქალაქში წასვლა,როგორც ამბობდა- სამკერვალო მასალებისთვის,მაგრამ ჯვრისწერა ჯვრისწერაადა აღთქმა- აღთქმა!და ჩემი მკაცრი ხასიათის მიუხედავადაღარ ვისურვე განქორწინება,რისთვისაც ასე ცოდვილობდა ჩემი მეუღლე,ვინაც უბრალოდ ძლიერ დაღალაცოლ-ქმრობის ტვირთმა,ცოლ-ქმრობის აღთქმამ
პაულინა ბარეთი
ქირურგის დანამ ქალისაგან დამტოვა ჩონჩხი!და მთელი წელი წვეთ-წვეთობით ვიკრებდი ძალას,ვიდრე იმ დილით, ქორწინების ათი წლისთავზეარ მოგაჩვენე ძველებურად ჯანმრთელად თავი,გავისეირნეთ ტყისაკენ ერთადდახავსებული, კორდიანი მწვანე ბილიკითდა არ ძალმიძდა, ჩამეხედა შენთვის თვალებში,და არ ძალგიძდა, ჩაგეხედა ჩემთვის თვალებში.ჩვენს მწუხარებას ერქვა- შენი ჭაღარა თმები,ჩვენს მწუხარებას ერქვა- ჩემი დამჭკნარი ხორციდა რაზე უნდა გვესაუბრა? ცაზე და წყალზე,სულ ყველაფერზე- გულისნადებს რაც დაჰფარავდა.შემდეგ მაჩუქე ასკილის ტოტი,რამაც მაგიდა დაამშვენა სადილობისას.საბრალო გულო, რა მედგარი ბრძოლა გარდაგხდა,რომ მშვენიერი ჩვენი წარსულისმოგონებებით გვეცხოვრა მხოლოდ,მაგრამ საღამომ ჩამოღვარა ჩემს სულშიც ბინდიდა შენ მე მარტო დამტოვე, როგორც ჯვრისწერის ღამეს,საწოლ ოთახში.მე ვუცქეროდი სარკეს და თითქოს მომესმა ხმები“ ნახევრად სიკვდილს სჯობია, რომ გარდაიცვალო,რომ არასოდეს არ აიგდო მასხრად სიცოცხლედა არასოდეს სიყვარული არ მოატყუო.”და დავუჯერე,ნეტავ ოდესმე თუ გაიგებ ამას ძვირფასო?
რუბენ პანთიერი
დიახ ემილი,შენი ლოცვები არ ყოფილა ამაო გარჯადა შენს სიყვარულს უნაყოფოდ არ ჩაუვლია.შენი მადლია თუკი ვინმე ვიყავი ქვეყნად,შენი არსება არ მაძლევდა დაცემის ნებას,ჩემში სიკეთეს აღვიძებდა შენდამი ტრფობა.ემილ, ძვირფასო, მომისმინე უნდა გიამბო:თითქოს ადვილად გდდავლახე მშობლების ზღუდე,მკერავი დორას ქალიშვილმა კი გამამწარადა შევერიე მუხთალ სამყაროს,გამოვიარე ათასგვარი ხიფათი ქვეყნადქალით და ღვინით და სიცოცხლის ბრმა სიყვარულით.რიუ დე რივოლის* ბნელ ოთახში ერთხელ საღამოსღვინოს ვწრუპავდი შავთვალება კეკლუცთან ერთადდა შეუმჩნევლად ამომევსო თვალები ცრემლით.კახპამ იფიქრა- ამაცრემლა მისდამი ტრფობამდა ჩაღიმებით იზეიმა ჩემი დაპყრობა.ჩემი სული კი შორს დაქროდა, ძლიერ შორს,სადღაც,იმ დღეთა ახლოს სფუნ რივერში, როს შენ მმოძღვრავდი.მაგრამ შენ უკვე აღარ ძალგიძს ისევ გიყვარდე,არც ლოცვა ჩემთვის,შენ აღარ ძალგიძს ბარათების მოწერა ჩემთვის,და შენი ტკბილი საუბრის ნაცვლადმებაასება მდუმარება მარადიული.და შავთვალება კახპა მპარავს ცრემლს შენთვის დაღვრილს,როგორც ამბორს შენთვის განკუთვნილს.სწორედ იმ დღიდან სხვანაირი გავხდი ძვირფასო,ემილი სფარქსი!
——————————*ქუჩა საფრანგეთში
ემილი სფარქსი
სად არის ჩემი ყმაწვილი ბიჭი-ქვეყნიერების რომელ მხარეს გაუჩინარდა?ბიჭი, სკოლაში ვინც მიყვარდა ყველაზე მეტად?მასწავლებელი შინაბერას უბიწო გულით,ვინც შვილებივით შევიყვარე ყველა მოსწავლე,ხომ არ ვცდებოდი, ნეტავ, ამ ბიჭში,მგზნებარე სულის რომ მეგონა,სიცოცხლით სავსე და ყოველთვის მიზანსწრაფული?ო, ჩემო ბიჭო! ჩემო ჭაბუკო!შენთვის ლოცვებით ვათენებდი წყვდიად ღამეებს.ნეტავ თუ გახსოვს ჩემი ბარათიქრისტესმიერი სიყვარულის მშვენებით სავსე?თუმცა იცოდე; წაგიკითხავს შენ ის თუ არა,ჩემო ჭაბუკო,სადაც არ უნდა იყო ამქვეყნად,მხოლოდღა შენი სულისღვის ვსუნთქავ!რადგან ყოველი თიხა და მტვერი,რადგან ყოველი ნაწიბური შენი სხეულისწარმოშობს ნათელს ცეცხლის ალისას,მარტოდენ ნათელს და სხვას არაფერს……ნათელს მარტოდენ!