პოეზია · ლირიკა
რუბენ პანთიერი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
დიახ ემილი,შენი ლოცვები არ ყოფილა მხოლოდ ამაოდა შენს სიყვარულს უნაყოფოდ არ ჩაუვლია.შენი მადლია, თუკი ვინმე ვიყავი ქვეყნად,შენი არსება არ მაძლევდა დაცემის ნებას,ჩემში სიკეთეს აღვიძებდა შენდამი ტრფობა.ემილ, ძვირფასო, მომისმინე, უნდა გიამბო:თითქოს ადვილად გადავლახე მშობლების ზღუდე,მკერავი დორას ქალიშვილმა კი გამამწარადა შევერიე მუხთალ სამყაროს,გამოვიარე ათასგვარი ხიფათი ქვეყნადქალით და ღვინით და სიცოცხლის ბრმა სიყვარულით.რიუ დე რივოლის ბნელ ოთახში ერთხელ საღამოსღვინოს ვწრუპავდი შავთვალება კეკლუცთან ერთადდა შეუმჩნევლად ამომევსო თვალები ცრემლით.კახპამ იფიქრა - ამაცრემლა მისადმი ტრფობამდა ჩაღიმებით იზეიმა ჩემი დაპყრობა.ჩემი სული კი შორს დაქროდა, ძლიერ შორს,სადღაც,იმ დღეთა ახლოს სფუნ რივერში, როს შენ მმოძღვრავდი,მაგრამ შენ უკვე აღარ ძალგიძს ისევ გიყვარდე,არც ლოცვა ჩემთვის,შენ აღარ ძალგიძს ბარათების მოწერა ჩემთვის,და შენი ტკბილი საუბრის ნაცვლადმებაასება მდუმარება მარადიული.და შავთვალება კახპა მპარავს ცრემლს შენთვის დაღვრილს,როგორც ამბორს შენთვის განკუთვნილს.სწორედ იმ დღიდან სხვანაირი გავხდი, ძვირფასო,ემილი სფარქსი!