↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ემილი სფარქსი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)

მასტერსი ედგარ ლი

2012-08-121 წთ საკითხავი1073 ნახვა

—
სად არის ჩემი ყმაწვილი ბიჭი...ამ დედამიწის რომელ მხარეს გაუჩინარდა?ბიჭი, სკოლაში ვინც მიყვარდა ყველაზე მეტად?მასწავლებელი შინაბერას უბიწო გულით,ვინც შვილებივით შევიყვარე ყველა მოსწავლე,ხომ არ ვცდებოდი, ნეტავ, ამ ბიჭში,მგზნებარე სულის რომ მეგონა,სიცოცხლით სავსე და ყოველთვის მიზანსწრაფული?ო, ჩემო ბიჭო! ჩემო ჭაბუკო!შენთვის ლოცვებით ვათენებდი წყვდიად ღამეებს.ნეტავ თუ გახსოვს ჩემი ბარათიქრისტესმიერი სიყვარულის მშვენებით სავსე?თუმცა იცოდე: წაგიკითხავს შენ ის თუ არა,ჩემო ჭაბუკო,სადაც არ უნდა იყო ამქვეყნად,მხოლოდღა შენი სულისთვის ვსუნთქავ!რადგან ყოველი თიხა და მტვერი,რადგან ყოველი ნაწიბური შენი სხეულისწარმოშობს ნათელს ცეცხლის ალისას,მარტოდენ ნათელს და სხვას არაფერს...ნათელს მარტოდენ!

მასტერსი ედგარ ლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი