↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სეით ქომფთონი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)

მასტერსი ედგარ ლი

2012-08-121 წთ საკითხავი1070 ნახვა

—
მე რო ავაგე წიგნთსაცავი სფუნ რივერისთვისდა ვუვლიდი კეთილგანწყობითსიბრძნის წყურვილით ანთებული გონებებისთვის,უმალ, როგორც კი ჩავბარდი უფალს,საჯაროდ იქნა გაყიდული აუქციონზეთითქოსდა სურდათ წარეხოცათ ბოლო ნიშანიჩემი ხსოვნის და ჩემი სახელის.თქვენ, ვინც ვერ გრძნობდით,რომ ისეთივე სიკეთე მოაქვს სწავლას ვოლნეის "რუინებისას" ,როგორც ბუთლერის "ანალოგიას""ფაუსტის" ცოდნა რომ ისევე კარგია, როგორც "ევანგელინას"სწორედ თქვენ გქონდათ უფლება და ძალა სოფელში,და ძლიერ ხშირად მისვამდით კითხვებს"რა თავში ვიხლით იმის გაგებას, რომ ბოროტება სუფევს ამქვეყნად?"მე უკვე შენს კვალს მოვსწყდი, სფუნ რივერ,თვითვე მონახე საკუთარი სიკეთე და უწოდე კარგი,მაგრამ ვერასდროს ვერ მიგახვედრეთ,რომ იმან, ვინაც ვერ ჩასწვდა ბოროტს,არ უწყის, რაა ქვეყნად სიკეთე:და რომ ვერავინ, ვინც ვერ იგრძნო სიცრუის გემო,ვეღარ გაიგებს, თუ რაი არს ჭეშმარიტება.

მასტერსი ედგარ ლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი