↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ასე იპარება შენგან მეგობარი

სარიშვილი მაია

2010-08-121 წთ საკითხავი1458 ნახვა

—
ასე იპარება შენგან მეგობარი -სახე უგრძელდება მდინარესავით,კარგავს ნაკვთებს,აღარ იცი, სად ჩასძახო რამე...ხვალე მოვალო.სამ ბავშვს სასწრაფოდ ლექსებით ამოჩურთავდა სტუმართან მოქცევის წესებით.სიმღერებით მოუმინანქრებ დამჯერე ენებს.ესენი ხვალ არ შეგარცხვენენ.მხოლოდ მეოთხეს ახველებს ისტერიულად.მისი ყელი ვერ ხვდება, რა საჭიროახავერდის ეს უნიჭო ისტერიადა საზარელ ბგერებს ისვრის და გაცოფებს.თურმე ვერასდროს დაიბრუნებ მეგობარს,რომლის კისერზეც,თავის ნაცვლად გრძელი მდინარეა გაწოლილი.მთელი დღე ელოდი და არ მოვიდა.კიდევ კარგი,თორემ ან კარებში როგორ შემოატევდი,ან გამარჯობას როგორ ეტყოდი,როცა სახე არ იცი სადა აქვს,რომ ჩახედო...

სარიშვილი მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი