↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეჩვევი უმიზნო ხეტიალს

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14830 ნახვა

—
ეჩვევი უმიზნო ხეტიალს,უმატე უზომო სმას...პოეტის სურვილი ერთია:ტკივილი აშოროს სხვას!რამდენი უბრალო მოკვდავიწყლულებზე გიმატებს წყლულს...არადა გაგება ოდნავი -ყველასგან გულწრფელად გსურს!ტირიან დამზრალი კვირტები,პირქუში ნისლია წინ...ცოცხალი არავის ჭირდები,მოკვდები - გახსენებს ვინ?!ნამდვილი მორწმუნე ზოგია,მრავალი - ივიწყებს ღმერთს...პოეტად გაჩენას ჯობია:ქარიშხალს უშვერდე მკერდს!ეჩვევი უმიზნო ხეტიალს,უმატე უზომო სმას...პოეტის სურვილი ერთია:ტკივილი აშოროს სხვას!!!
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი